Monday, April 24, 2017

"კაცი-მართალი"

დღეს მინდა გაგაცნოთ ვაჟა-ფშაველას ერთი არაჩვეულებრივი, ჩემთვის უსაყვარლესი პოემა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი მკითხველისათვის. ზოგადად, ვაჟა-ფშაველას მთელ შემოქმედებას  მსჭვალავს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. მისი ნაწარმოებები ნათლად ასახავს პოეტის ღრმა რწმენას, რომელიც განმსაზღვრელია ვაჟას მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის. პოეტის ქრისტიანული მრწამსის შესაცნობად საინტერესოა პოემა „კაცი მართალი“, რომელიც  1915 წელს, თავისი ცხოვრების მწუხრის ჟამს დაუწერია ავტორს. 



იყო რამ კაცი მართალი,
წმინდა ვით წყარო ანკარა.
მის ყოფა-ქცევას და საქმეს
ჭუჭყი არ ეცხო არა-რა.
მუდამ სხვის დარდზე მტირალსა
და სხვისა საქმის მკეთესა,
თავისთვის საბრალობელსა
არც ეხნა, არცა ეთესა.
სხვისას სდარაჯობს სათიბსა,
სხვისას გარს უვლის ყანასა,
და როცა მწყემსი იძინებს,
იგი ჰმწყსის იმის ფარასა.
სულ სხვისა საქმეზე ჰხარჯავს
თავის ღონეს და ძალასა.
თავისებურად კითხულობს
ცხოვრების ანა-ბანასა.
მკვდარს ის დასტირის სოფლისას,

Thursday, April 20, 2017

ვაჟას ნაფეხურებზე (14. 10. 2015)

უკვე რამდენი ხანია გული მიგვიწევდა ფშავისკენ, თითქოს გვიხმობდა ჩარგალი, ჩვენი საყვარელი ვაჟას პატარა, მაგრამ ყოველი ქართველისთვის სრა–სასახლეზე ძვირფასი სახლი, იდუმალებით გაყურსული მაღალი მთები.. ნისლიანი ქედები... თითქოს არც ისე შორია იქამდე, მაგრამ უკვე რამდენჯერ გადავიწურეთ იმედი, რომ შევძლებდით ასვლას, ისე უცებ დადგა შემოდგომის ცრიატი დღეები. მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა, გულის გამაწვრილებელი, ნაცრისფერი დღეები გადაება ერთმანეთს. სახლში ყველა ეჭვით უყურებდა ჩემს მოგზაურობას ფშავში, მაგრამ 14 ოქტომბრის დილას, სვეტიცხოვლობას,  ჩვენი მამაცი ლექტორის, ქალბატონი თამარის, თაოსნობით მისი თეთრი „ჯიპით“ თბილ ქურთუკებში ჩათბუნებული მე და ჩემი ჯგუფელები ჩარგლისაკენ მიმავალ გზას დავადექით.
თეთრი მერანივით მიქროდა ჩვენი „ჯიპი“ და თანდათან იშლებოდა გზადაგზა შემოდგომის უმშვენიერესი პეიზაჟები. აი ჟინვალჰესიც გამოჩნდა. 

შესავალი სიტყვა

მოგესალმებით, ჩემი ბლოგი, როგორც სათაურიდან             ხედავთ, შეეხება ჩვენს უსაყვარლეს პოეტს - ვაჟა-ფშაველას. შესაძლოა, ამ მხრივ ორიგინალურობით არ გამოვირჩეოდე, რადგან ვიცი, ნამდვილად არ ვიქნები პირველი, ვისაც სურვილი გაუჩნდა ვაჟაზე შეექმნა ბლოგი, მაგრამ მე შევეცდები, მისი შემოქმედების გარდა, ჩემეული განცდები და დამოკიდებულებაც გადმოგცეთ ვაჟასადმი. ჩემი სიყვარული ამ ბუმბერაზი ადამიანის მიმართ ძალიან შორეული ბავშვობიდან იწყება. დედაჩემი ფილოლოგი გახლავთ და მეც და ჩემი ძმაც ლექსებით, მოთხრობებითა და სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებებით გავიზარდეთ, ზღაპრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დედამ თავიდანვე ჩაგვინერგა დიდი ქართველი პოეტების ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონისა თუ სხვათა სიყვარული. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული გავლენა ჩემს შინაგან სამყაროზე, ცნობიერებაზე მოახდინა ვაჟა-ფშაველას პოემებმა. მახსოვს, მესამე კლასსში ვიყავი, როდესაც ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, თამაშისაგან ქანცგალეული მივედი სახლში ჩემს მეგობართან ერთად. დასვენებისა და დანაყრების შემდეგ დედამ დიდი წიგნი გადმოიღო და დაიწყო ჩვენთვის ხმამაღლა კითხვა ვაჟას პოემისა -"გველისმჭამელი". ეს პოემა ბოლომდე თავად წაგვიკითხა, თანაც გვიხსნიდა გაუგებარ ადგილებს, ვინაიდან, მოგეხესენებათ, საკმაოდ რთული გასაგებია მესამე კლასელი ბავშვებისათვის, შემდეგ გვთხოვა, მისთვის გაგვეზიარებინა ჩვენეული შთაბეჭდილებები. მეც და ჩემი მეგობარიც სრულიად აღფრთოვანებული ვიყავით. ორივემ ერთხმად დავასკვენით, რომ ეს იყო ყველაზე საოცარი ნაწარმოები, რაც კი დაწერილა ამქვეყნად! დედას გაეცინა და დაგვავალა, მეორე დღეს უკვე ჩვენით წაგვეკითხა შემდგომი პოემა. მართლაც, დიდი ინტერესით დავიწყეთ "სტუმარ-მასპინძლის" კითხვა და როცა დავასრულეთ, ორივემ ჩავთვალეთ რომ "გველისმჭამელი" კი არა, ეს იყო საუკეთესო პოემა ლიტერატურის ისტორიაში. ასევე, განვაცხადეთ უკვე "ალუდა ქეთელაურის" წაკითხვის შემდეგ. ახლა რომ ვუფიქრდები,(დედის გავლენის გარდა) ალბათ, უკვე ამ პერიოდიდან ჩაისახა ჩემში სურვილი იმისა, რომ არა მხოლოდ წამეკითხა ესა თუ ის ნაწარმოები და უბრალო მკითხველი ვყოფილიყავი, არამედ შემესწავლა, გამეაზრებინა და კრიტიკულად დამემუშავებინა, ანუ ვყოფილიყავი ლიტერატურის კრიტიკოსი. ამიტომაც ჩავაბარე ფილოლოგიურზე და დღეს გახლავართ ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი.

"კაცი-მართალი"

დღეს მინდა გაგაცნოთ ვაჟა - ფშაველას ერთი არაჩვეულებრივი , ჩემთვის უსაყვარლესი პოემა , რომელიც ნაკლებად არის ცნობილი მკითხველის...