დღეს მინდა გაგაცნოთ ვაჟა-ფშაველას ერთი არაჩვეულებრივი, ჩემთვის უსაყვარლესი პოემა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი მკითხველისათვის. ზოგადად, ვაჟა-ფშაველას მთელ შემოქმედებას მსჭვალავს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. მისი
ნაწარმოებები ნათლად ასახავს პოეტის ღრმა რწმენას, რომელიც განმსაზღვრელია ვაჟას
მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის. პოეტის ქრისტიანული მრწამსის შესაცნობად
საინტერესოა პოემა „კაცი მართალი“, რომელიც 1915 წელს, თავისი ცხოვრების
მწუხრის ჟამს დაუწერია ავტორს.
იყო რამ კაცი მართალი,
წმინდა ვით წყარო ანკარა.
მის ყოფა-ქცევას და საქმეს
ჭუჭყი არ ეცხო არა-რა.
წმინდა ვით წყარო ანკარა.
მის ყოფა-ქცევას და საქმეს
ჭუჭყი არ ეცხო არა-რა.
მუდამ სხვის დარდზე მტირალსა
და სხვისა საქმის მკეთესა,
თავისთვის საბრალობელსა
არც ეხნა, არცა ეთესა.
სხვისას სდარაჯობს სათიბსა,
სხვისას გარს უვლის ყანასა,
და როცა მწყემსი იძინებს,
იგი ჰმწყსის იმის ფარასა.
სულ სხვისა საქმეზე ჰხარჯავს
თავის ღონეს და ძალასა.
თავისებურად კითხულობს
ცხოვრების ანა-ბანასა.
მკვდარს ის დასტირის სოფლისას,
და სხვისა საქმის მკეთესა,
თავისთვის საბრალობელსა
არც ეხნა, არცა ეთესა.
სხვისას სდარაჯობს სათიბსა,
სხვისას გარს უვლის ყანასა,
და როცა მწყემსი იძინებს,
იგი ჰმწყსის იმის ფარასა.
სულ სხვისა საქმეზე ჰხარჯავს
თავის ღონეს და ძალასა.
თავისებურად კითხულობს
ცხოვრების ანა-ბანასა.
მკვდარს ის დასტირის სოფლისას,